ცოტა რამ აგურებზე
24 ივლისი 2025

ცოტა რამ აგურებზე

აგურის ფასადი ერთის მხრივ, ყოველთვის მოგვაგონებს წარსულს, ძველ, დროგამოვლილ შენობებთან სწორედ აგური ასოცირდება. თუმცა დღეს მოწინავე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით კიდევ უფრო გაუმჯობესდა აგურის წარმოება, ის კიდევ უფრო მყარი ,გამძლე, დახვეწილი და მრავალფეროვანი გახდა.

აგურის დამზადება შეასძლებელი გახდა ნებისმიერი გემოვნების თანამედროვე თუ ძველი ვიზუალის ფასადებისთვის.

 თანამედროვე აგურის ფასადის დიზაინი არქიტექტურაში ერთ-ერთი უახლესი მიმდინარეობაა, რომელმაც უკვე მრავალი გულშემატკივარი მოიპოვა. ის თანამედროვეს და კლასიკურის შესანიშნავი კომბინაციაა, მისი სტრუქტურა ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებლობას გვაძლევს მოდელები დამზადდეს სხვადასხვა ფერებში ზომებში და ტექსტურებში. აგურის ახალი ფორმატები ადამიანს უხსნის ახალ შესაძლებლობებს საინტერესო ვიზუალური და დეკორატიული ეფექტების შესაქმნელად.

 აგური მზადდება ბუნებრივი მასალისგან, როგორიცაა თიხა . ის 100% სუფთა პროფუქტია.

შემადგენლობაში არ გამოიყენება ქიმიური, პლასტმასის ან სხვა სინთეტიკური შემადგენლობის მასალები, ამიტომ ისინი არ აზიანებენ გარემოს და შესაძლებელია მათი გადამუშავება. რაც მთავარია აგური არ იწვევს ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს. 

ყველას გვსმენია, რომ

აგურის სახლი განსაკუთრებით მყუდრო და თბილია, ეს სიმართლეა

 აგურს აქვს მაღალი წინააღმდეგობა გარემო დაბინძურებისა თუ ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ, ის დიდხანს ინახავს სითბოს და აკეთებს ერთგვარ იზოლაციას

აგურის სტრუქტურა ისეთია, რომ ის საუკეთესო ვარიანტია ოთახებს შორის კედლების ან გარე კედლების ხმის იზოლაციისთვის გამოსაყენებლად რათა შექმნას სრული სიმშვიდე სახლში.

აგურის ფასადის ერთ-ერთი საუკეთესო უპირატესობა მისი ბუნებრივობა, სილამაზე, გამძლეობა და უსაფრთხოებაა

 ნუ აგერევათ ნამდვილი თიხის ფილა სინთეტიკური მასალებით შექმილ, ან აგურს მიმსგავსებული თაბაშირის ან ბეტონის ვარიანტებში!!!

 ჩვენი მასალა ახალია, არ არის მეორადი გადამუშავების დაჭრილი ან დახერხილი მასალა, არის ბიოლოგიურად და ქიმიურად სუფთა, ქარხნული დაპრესილი, მაღალ ტემპერატურაზე გამომწვარი ვულკანური თიხა და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მას ვერ ჩაანაცვლებს.